Monday, 17 November 2014

ტრენინგის მეცხრე დღე


    დღეს  ჩვენი ტრენინგის ბოლო დღეა.ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო ჩვენი პროფესიული განვითარებისათვის,რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდი ქალბატონ ქეთევანს ასეთი საინტერესო ტრენინგისთვის!
    დღეს კიდევ ერთხელ გადავათვალიერეთ ჩვენი პორტფოლიოები.
    ვიმუშავეთ ბლოგში  და ვისწავლეთ გაჯეტების დამზადება.
    საქაღალდის ბლოგზე გადატანა.
    ინტერნეტის გარეშე(hyperlinki) რომელიმე ელემენტის დაკავშირება  
    საქაღალდესთან და ამ საქაღალდის ბლოგზე გადატანა.

Sunday, 16 November 2014

ტრენინგის მერვე დღე


  გავიმეორეთ განვლილი მასალა.
  შევქმენით ფასილიტაციის რესურსები.
  გადავხედეთ ჩვენს პორტპოლიოებს.
  საქაღალდეებს  დავარქვით კონკრეტული სახელები,რომ გაგვიადვილდეს მასში  შენახული  ინფორმაციის მოძებნა.
  თვითოეულმა ჩვენთაგანმა ვისაუბრეთ ჩვენი პროექტის მნიშვნელობის შესახებ.
  გავმართეთ დისკუსია ამ პროექტების გარშემო.
  ერთმანეთისგან მივიღეთ საინტერესო რჩევები,რომელიც დაგვეხმარება ჩვენი  პროექტების წარმართვაში.

Saturday, 15 November 2014

ტრენინგის მეშვიდე დღე

 დღეს ძალიან საინტერესო დღე იყო,იქიდან გამომდინარე,რომ ეხებოდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სასკოლო პროექტებში ჩართვას.
 თუ რა სირთულის დავალებები მივცეთ დაბალი და ასევე მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებს მათი საჭიროებების მიხედვით.
 განვიხილეთ რამდენიმე პროექტი ამ თემაზე.


Saturday, 8 November 2014

ტრენინგის მეხუთე დღე

 
     დღევანდელი დღე დავიწყეთ გამეორებით. გავეცანით საავტორო უფლებებს და მათ გამოყენებას  სამართლებრივი და ეთიკური ნორმების შესაბამისად.
გავეცანით ორ შაბლონს,რომელიც გვაწვდის ინფორმაციას,თუ საიდან მოვიძიეთ ესა თუ ის ინფორმაცია.
     გავიხსენეთ სურათების გადმოწერა. ვისწავლეთ როგორ დავათვალიეროთ და დავაკომენტაროთ სხვისი ბლოგი.
     დავამზადეთ ორი გაჯეტი,რაც დაგვეხმარება ჩვენი პორტფოლიოს გამრავალფეროვნებაში. ვისწავლეთ გაჯეტების მართვა. გაჯეტში სურათის ჩასმა,გაჯეტების წყობის შეცვლა და დავამზადეთ გამოკითხვის გაჯეტი,რაც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა პროექტზე მუშაობისას.
      ვიმუშავეთ ბლოგზე. შევქმენით მოსწავლის ბლოგის ნიმუში.
   

Sunday, 2 November 2014

მეოთხე დღე


    დავიწყეთ  უკვე შესწავლილი მასალის გამეორებით.გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს.დავწერეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა.
    ვისწავლეთ  ჩვენი პროექტის  პორტფოლიოს  შექმნა და პრეზენტაცია სლაიდებით, შემდეგ გადავაგზავნეთ ჩვენს საქაღალდეში.
     ვიმუშავეთ ბლოგში. ვისწავლეთ ბლოგის სახელის შეცვლა,ბლოგის მისამართის შეცვლა,ფონების შეცვლა.
      დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი  იყო.