Sunday, 26 October 2014

ტრენინგის მეორე დღე

   ტრენინგის დასაწყისში მიმოვიხილეთ იმ პროექტების სათაურები,რაც თვითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა დავწეროთ.
   გავიმეორეთ წინა დღეს შესწავლილი მასალა.
   გავეცანით ბუკლეტის შექმნისათვის საჭირო მოთხოვნებს და გავიხსენეთ ყველა ის ბრძანება,რაც დაგვეხმარება  საინტერესო ბუკლეტის დამზადებაში,რაც წინაპირობაა წარმატებული პროექტის შესაქმნელად.



Saturday, 25 October 2014

ტრენინგის პირველი დღე

       დღევანდელი ტრენინგი დავიწყეთ ერთმანეთის გაცნობით. გავეცანით  თუ რა მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებს სასწავლო პროცესის დაგეგმვაში. როგორ გამოვიყენოთ  ეს ტექნოლოგიები ეფექტურად  რათა გავზარდოთ მოსწავლეთა ინტერესი,მათი ჩართულობა სასწავლო პროცესში.
       შევქმენით ჩვენი ელექტრონული საქაღალდე. გავეცანით კურსის რესურსებს,მათ მნიშვნელობას და შევინახეთ ამ საქაღალდეში.
     გავეცანით გზამკვლევის(VIEWER) მნიშვნელობას,თუ როგორ დაგვეხმარება ის წარმატებული პროექტის შექმნაში. განვიხილეთ საინტერესო პროექტები.
      შვექმენით ბლოგი,სადაც აღვწერეთ შესწავლილი მასალის მნიშვნელობა.